07 ივნისი, 2014
„ჩვენი მმართველობის პირობებში თბილისი იქნება რეგიონის კულტურული ხიდი ევროპასთან“- განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე. თბილისის მერობის კანდიდატმა ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარების გეგმა გააცნო და მათგან რეკომენტაციები მოისმინა. როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრაზე აღნიშნა,დედაქალაქის მერიაში საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, ხოლო კულტურის საქალაქო სამსახური ცალკე ჩამოყალიბდება.