×

21 დეკემბერი, 2022

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი კენჭისყრა იქნება ფორმალური და არც ერთ კანდიდატს არ ექნება უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა.

„პროცესის ჩაგდება გამოიწვია ოპოზიციის მიერ შერჩევის პროცესში ულტიმატუმის ენით საუბარმა და შესაბამისად, მათ მიერ კანდიდატების შერჩევის სამუშაო პროცესის მიზანმიმართულად შეფერხებამ. ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ვერც ომბუდსმენის და ვერც იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევას. მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიისთვის კვლავ შეეცდება, რომ აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და მივაღწიოთ კონსესუსს კანდიდატებთან დაკავშირებით“, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

გარდა ამისა, ხვალ გაიმართება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშების მოსმენა.