03 ოქტომბერი, 2022
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
4 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.
5 ოქტომბერს, განიხილება საარჩევნო კოდექსში და რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.
6 ოქტომბერს, საპარლამენტო ტრიბუნა „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაეთმობა.
7 ოქტომბერს, პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენს.