06 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ისნისა და ავლაბრის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ზურაბ ნეფარიძესთან და ილია ჯიშკარიანთან ერთად ისან-სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მეველის, ჩოლოყაშვილის,ხმელნიცკისა და ქეთევან წამებულის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა.