×
×

06 ივნისი, 2014

შეხვედრა მწერალთა სახლში

წიგნიერების დონე და ზოგადი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები- ამ საკითხებზე ისაუბრა დღეს მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გამომცემლებთან და ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. როგორც, მერობის კანდიდატმა განაცხადა, წიგნიერების დონის გაზრდა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომელიც მომავალზე ორინტირებულმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი აქტიურად შეუწყობს ხელს ყოველწლიური საგამომცემლო ფესტივალების ორგანიზებას, ბიბლიოთეკების განვითარებასა და მისი ინფრასტრუქტურის განახლებას. შეხვედრაზე ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის და ბუკინისტების დაბრუნების აუცილებლობის საკითხი დაისვა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.