×

20 ივნისი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

21 ივნისს გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები, ასევე განიხილება მიმდინარე კანონპროექტები.

22 ივნისს, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

23 ივნისს, გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა.