×

06 ივნისი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

7 ივნისს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

8 ივნისს, დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

9 ივნისს, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს. სხდომაზე განიხილავენ ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილისთვის საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

პლენარულ სხდომებზე განიხილება სხვადასხვა კანონპროექტები.