06 ივნისი, 2014
კოალიცია ''ქართული ოცნების'' თბილისის მერობის კანდიდატი, ნუცუბიძის პლატოს მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანიამ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ბაბუნაშვილი წარუდგინა და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემები მოისმინა. დავით ნარმანია მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაპირდა.