06 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ თანამშრომლებს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გულიკო ზუმბაძესთან ერთად შეხვდა. თბილისის მერობის კანდიდატმა ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასა და ბაზრების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაამახვილა ყურადღება.