05 ივნისი, 2014
საზოგადოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა და დასაქმება - ამ თემებზე ისაუბრეს კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ და ქალთა ორგანიზაციებმა „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ შეხვედრაზე. როგორც, დავით ნარმანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერს ეყოლება მრჩეველი გენდერულ საკითხებში, რომელიც აქტიურად იმუშავებს ქალთა უფლებების დაცვაზე.