×

02 თებერვალი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე 2 აპრილს, რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისა და ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების შესახებ იმსჯელეს.

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე დასახელდნენ.