×
×

05 ივნისი, 2014

დავით ნარმანია „საქართველოს ხარისხის ასოციაციის“ წევრებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში „საქართველოს ხარისხის ასოციაციის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კვების პროდუქტების, ჰაერისა და წყლის ხარისხის და მომსახურების დონის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს. დავით ნარმანიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მერია, ხარისხის მართვის თვალსაზრისით, მუნიციპალურ სტანდარტებს შეიმუშავებს და შეიქმნება ზედამხედველობის ეფექტური სისტემა. ინიციატივას დადებითად აფასებს ასოციაციის პრეზიდენტი გრიგოლ კუნჭულია.