×

15 ნოემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებს, რომელთა შორისაა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, ორი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა, „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოსმენა და თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები.