04 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს ვაზისუბნის მე-2 მკ/რ -ის, მე-8 ლეგიონისა და კახეთის გზატკეცილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანიამ ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.