×

31 ოქტომბერი, 2021

,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

გვინდა გაგაცნოთ შემოსული ოქმების მონაცემები, პრაქტიკულად არსებითად არის უკვე დათვლილი მონაცემები ოლქების უმრავლესობაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გაცნობთ ოქმების ოფიციალურ მონაცემებს.

რაც შეეხება თბილისს, თბილისში უკვე დათვლილია 645 უბანი, ანუ დაახლოებით 100 უბანია მხოლოდ დარჩენილი და ამ ეტაპზე შედეგი არის - კახი კალაძე 55,6%, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ხმით აქვს მოგებული კახა კალაძეს, უპირატესობა არის ძალიან დიდი.
თელავი - 42 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება, უკვე დათვლა 57,6%, თელავშიც უკვე დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული ლევან ანდრიაშვილს.
თიანეთი - დათვლილია 12 უბანი, აქაც მონაცემები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება 59%-ზე მეტი აქვს 59,1% ჩვენს კანდიდატს.
რუსთავი - 50 უბანია დათვლილი, დაახლოებით უბნების 2/3 და შედეგი არის 53,6%, აქაც გამორიცხულია პრაქტიკულად რაიმე არსებითი ცვლილებები შედეგებში.
ქარელი - 30 უბანია დათვლილი, თითქმის დასრულებულია დათვლა 58,4%,
ხაშურში ანალოგიურად 45 უბანია დათვლილი და 59%-ია ჩვენი კანდიდატის ხმები.
ცაგერი - 38 უბანი, აქაც დათვლა თითქმის დასრულებულია, 64,3%.
ბაღდათში დასრულებულია, ასევე ხმების დათვლა 31 უბანი 60,6%.
წყალტუბო 48 უბანია დათვლილი 58% აქაც რაიმე ცვლილება გამორიცხულია, გამარჯვებულია ჩვენი კანდიდატი.
ქუთაისი - ორი უბანია დარჩენილი, 122 უბანია დათვლილი შედეგი გახლავთ 51,8%. ანუ იოსებ ხახალეიშვილიც გამარჯვებულია ქუთაისში.
ოზურგეთი - 55 უბანია დათვლილი, შედეგი 56,03 %-ი ანუ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ავთანდილ თალაკვაძეც გამარჯვებულია.
სენაკი - 15 უბანია დათვლილი 56,03 % აქვს ჩვენს კანდიდატს ანუ, აქაც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა.
მარტვილი - ანალოგიურად 35 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება, 52,9%, აქაც შედეგი არის გადაწყვეტილი.
ხობი - 32 უბანია დათვლილი 57,4%, ჩვენი კანდიდატი აქაც დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს.
ზუგდიდი - 96 უბანია დათვლილი, დარჩენილია 12 უბანი, შედეგი არის 52,1 %, პრაქტიკულად აქაც შეუძლებელია რაიმე ცვლილება, გამარჯვებულია მამუკა წოწერია.
წალენჯიხაში გვაქვს 18 უბანი დათვლილი 12-ია დარჩენილი, შედეგი არის ამ ეტაპზე 50,7%.
ჩხოროწყუ - 22 უბანია დათვლილი, 53,6%, აქაც რაიმე არსებითი ცვლილება გამორიცხულია.
ფოთი - 33 უბანია დათვლილი, 57,3%, ანუ, შეიძლება ითქვას, გამარჯვებულია ბექა ვაჭარაძე.
ბათუმში - 62 უბანია დათვლილი, ანუ 2/3, 52,2%, აქაც რაიმე ცვლილება გამორიცხულია, ანუ ამ შემთხვევაშიც არჩილ ჩიქოვანმა შეიძლება ითქვას გაიმარჯვა ბათუმის მუნიციპალიტეტში.
ხელვაჩაურში 46 უბანია დათვლილი, 55,8%-ი.
თქვენ ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის დამაჯერებელი და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩვენ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმი, სადაც მოვიგეთ, ავიღეთ 47%, შემდეგ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტური, სადაც ავიღეთ ბევრად უფრო მეტი, დაახლოებით 55 % , წაგებულები არიან როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში, წააგეს ყველაფერი.