×

29 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

გუშინ საზოგადოებას გავაცანით ის ფაქტი, რომელიც აღმოვაჩინეთ წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარისა“ და კომპანია IPSOS-ის მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა 2 დღის წინ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
ზუგდიდში განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის ფაქტი, რომ ეს გაყალბების კვალი ბოლომდე ვერ იქნა წაშლილი და სწორედ ამან მოგვცა მინიშნება იმაზე, რომ აქ გაყალბებას ჰქონდა ადგილი.

დღეს ნახეთ გამოხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის მხრიდან, რომელიც ახლა ცდილობს ეს გადააბრალოს კომპანია IPSOS-ს. სინამდვილეში საქმე გახლავთ შემდეგში - ეს არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული 2 კომპანია, ეს ხდება სისტემატურად იმ პერიოდიდან, როდესაც IPSOS იმყოფება საქართველოში და აწარმოებს წინასაარჩევნო კვლებს „მთავარი“ არხისთვის.

სახეზე გვაქვს ეს გაყალბება ყოველ ჯერზე, შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და ეს გადაბრალება კიდევ უფრო მეტი სკანდალია, როდესაც ახლა ცდილობს „ მთავარი“ არხი ეს IPSOS-ს გადააბრალოს. სინამდვილეში, ჩვენ თუ შევხედავთ რიცხვებს, თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, როდესაც ჰქონდა წინასაარჩევნო კვლევა, ასევე IPSOS-ის მიერ ჩატარებული და „მთავარი“ არხის მიერ გაჟღერებული, რომელიც ჩატარდა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, „ქართულ ოცნებას“ უნდა მიეღო 38%, მაშინ როცა რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48.2 %. ანუ, IPSOS-მა და „მთავარმა არხმა“ 10.2%-ით ნაკლები დაუწერეს კვლევაში.

ასევე, ეგზიტპოლი ჩატარდა შარშან საპარლამენტო არჩევნებისას. ამ ეგზიტპოლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ IPSOS -ის და „მთავარის’’ მონაცემებით ჰქონდა 41 % , მაშინ როდესაც, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48,2 % ანუ, აქაც 7,2 % იყო მანიპულაცია IPSOS -ის და მთავარი არხის მხრიდან და ახლაც თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც იყო კვლევა, ამ კვლევამ აჩვენა, რომ IPSOS -ის და „მთავარი“ არხის მხრიდან „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35% იყო, მაშინ როდესაც რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 46,7% ანუ, 11,7% ნაკლები დაუწერეს IPSOS -მა და „მთავარმა არხმა“.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს გამონაკლისი არ არის და ამაზე ვსაუბრობდით გუშინ, ჩვენ აქამდეც ამას ვამბობდით, რომ ხდებოდა კვლევების მანიპულირება, თუმცა ამის მტკიცება შეგვეძლო მხოლოდ ირიბად, იმ კვლევის შედეგებისა და არჩევნების შედეგების შედარებით და რა თქმა უნდა, როდესაც არის საშუალოდ 10% სხვაობა, ეს სხვა არაფერია, თუ არა მანიპულაცია. აქედან გამომდინარე ვსაუბრობდით ამაზე, თუმცა გუშინ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა პირდაპირ ფაქტები გვენახა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის კვალი წაშლილი არ იყოს, შესაბამისად ეს გადაბრალებები ზედმეტია. გარდა ამისა, დამატებით იცით, რომ IPSOS თავად კვლევებს არ ატარებს და კვლევას ადგილზე ატარებს ადგილობრივი კომპანია, ამ ჯგუფში შედის არა მხოლოდ IPSOS და „მთავარი არხი“, არამედ ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია BCG. ამაზე ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, ეს არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებულია ლევან თარხნიშვილთან. ის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია და 2008 წელს, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები ცესკოს თავმჯდომარე იყო.
როდესაც ნაკლებობაზე ვსაუბრობდით, ჩვენ გაჩვენებდით, რომ ბიულეტენების ნაკლებობა დისბალანსიან ოქმებში 2020 თუ 2021 წლის არჩევნებში შედიოდა იმ საშუალო ზღვარში, რომელიც როგორც წესი ფიქსირდება არჩევნების დროს და გამონაკლისი გახლავთ სწორედ 2008 წელი, სადაც ნაკლებობა გახლდათ 1% და ეს სწორედ ის წელია, როდესაც ლევან თარხნიშვილი გახლდათ ცესკოს თავმჯდომარე.

იცით, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა შეთანხმებულია, რომ იქ მოხდა დიდი მანიპულაცია და გაყალბება. შესაბამისად, როდესაც საქმე გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ატარებს ველს, რომელსაც აქვს ასეთი რეპუტაციული ზიანი მიღებული და მასთან დაკავშირებული არიან ადამიანები, რომელებიც არჩევნების გაყალბებაში იღებდნენ მონაწილეობას, საქმე, როცა გვაქვს ტელეკომპანია „მთავართან“ და IPSOS-თან, რომელიც, როგორც გაჩვენეთ, ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში აჩვენებს ეს მონაცემები, რომ საშუალოდ 10% სხვაობა იყო რეალურ მონაცემებსა და კვლევებს შორის. აქ უკვე ზედმეტია ერთმანეთზე გადაბრალება და საქმე გვაქვს აშკარა მანიპულაციასთან.