04 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას მხარდამჭერთა დარბაზში დღეს მორიგი შეხვედრა საქართველოს ავღანელთა კავშირის წევრებთან ჰქონდა. დავით ნარმანიამ ვეტერანებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და მათთან ერთად განიხილა თბილისის მერიის პოლიტიკა ვეტერანებთან მიმართებაში. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოში ვეტერანთა წარმომადგენელი აუცილებლად იქნება ჩართული, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. ავღანელთა კავშირის წევრებმა დავით ნარმანიასთან ვეტერანთა სახლის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და იმ სოციალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც დღეს აწუხებთ.