×

02 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ რომ არჩევნები მიმდინარეობს ძალიან მშვიდ ვითარებაში. ჩვენ მიერ დაფიქსირდა სულ 5 ინციდენტი, 5 უბანზე უფრო სწორად, ინციდენტი. ხუთივე შემთხვევაში ეს იყო შელაპარაკება, რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, 3 743 უბნიდან, 0.13% არის ეს 5 უბანი. საინტერესოა, რომ აქ გვქონდა შემთხვევები, სადაც იყო ქალბატონი ანა წითლიძე, ქალბატონი ელენე ხოშტარია და გიორგი მუმლაძე, რომელიც გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის შტაბის უფროსი. ხუთივე შემთხვევაში თითქმის, ეს ადამიანები ფიგურირებდნენ. რაც შეეხება დარღვევებს, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ქობულეთში, მე-9 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მესამე ნომერი, ილონა ანანიძე იმყოფება უბნის ტერიტორიაზე და არ ტოვებს უბნის ტერიტორიას, რაც დარღვევა არის. ასევე სარფში, 27-ე საარჩევნო უბანი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი უბნიდან უხმობს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელს, რაც მიანიშნებს მათ კავშირზე ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ეს დარღვევას არ წარმოადგენს თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კვლევას, როდესაც ვამბობთ რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ არის პოლიტიკური ორგანიზაცია სინამდვილეში წარმოდგენილი.

დედოფლისწყაროში სოფელ არბოშიკში, ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველს მეხუთე ნომრის შემოხაზვას სთხოვდა, რაც დარღვევას წარმოადგენს. ლანჩხუთში, მე-14 საარჩევნო უბანზე დარღვეულია პლაკატის საარჩევნო უბანთან გაკვრის და აგიტაციის წესი, ასევე ლანჩხუთში, მე-9 საარჩევნო უბანთან პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, რომელიც ყოფილი პოლიციელია, საარჩევნო უბანთან დგას და აკონტროლებს მიმსვლელებს და ამომრჩევლებს დას და აკონტროლებს მიმსვლელებს და ამომრჩევლებს. თბილისში ვაკეში 66 - ე საარჩევნო უბანში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები 100 მ რადიუსის დარღვევით, მანქანით გაჩერებული არიან და იქიდან აკონტროლებენ ამომრჩევლებს.

ლანჩხუთში, მე-9 საარჩევნო უბანში დარღვეულია პარტია ,,საქართველოს’’ მიერ, საარჩევნო უბანთან პლაკატების გაკვრის და აგიტაციის წესი. საერთო ჯამში, წინა ბრიფინგის და ამ ბრიფინგის ჩათლით გვაქვს 100 მეტრიანი რადიუსში ამომრჩეველთა აღრიცხვის 4 შემთხვევა ოპოზიციის მხრიდან, 100 მეტრიან რადიუსში შეკრების პრინციპის დარღვევის 4 შემთხევა, უკანონო აგიტაციის 4 შემთხვევა და 2 სხვა სახის დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანი არის ის მცდარი ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება მედიის საშუალებებით, ან სოციალური მედიის საშუალებით. სულ ახლახან ცეესკომ გამართა ბრიფინგი ქუთაისი 124-ე უბანთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალური ქსელში აწეული იყო მთელი კამპანია, ინფორმაცია ოქმის წინასწარ შევსებასთან დაკავშირებთ, სინამდვილეში მოხდა შეცდომა, უბანზე მდივანს მოუვიდა შეცდომა და საკონტროლო ოქმი შეავსო, ეგონა საკონტროლო ოქმი და შევასო სინამდვილეში ნამდვილი ოქმი, იცით, რომ ცესკომაც განაცხადა, რომ ხელმოწერებიც იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენლის, ანუ აქ რაიმე ბოროტ განზრახვას არ ქონია ადგილი, იყო შეცდომა და ეს შეცდომა, რა თქმა უნდა ჩასწორდება.

ასევე, დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ერთ-ერთ უბანზე იყო დაულუქავი ყუთი და ამის გამო თითქოს იქ უნდა შეწყდეს კენჭისყრა, სინამდვილეში ყუთი იყო დალუქული, პატარა ლუქით და ის მოხდა კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით, შემდეგ როდესაც შეამოწმეს ღია არ იყო ის ყუთი, როდესაც შეამჩნიეს ეს, კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით მოხდა ამ ყუთის გადალუქვა, ასე რომ აქაც რაიმე დიდი დარღვევა არ არის.

და ბოლოს, ლაგოდეხში მე-19 უბანთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლება“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ 2-2 ადამიანი აძლევს ხმას, ეს ფაქტია მართალია სიმართლეა, თუმცა მანიპულაციურია იმ კუთხით, რომ აქ რაიმე დარღვევას ადგილი არ ქონია. ამომრჩეველს ქონდა პრობლემა მხედველობასთან დაკავშირებით. იყო ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში იმის გამო რომ თვითონ ამომრჩეველს ქონდა პრობლემა, კომისიამ დაუშვა რომ მასთან ერთად კაბინაში შესულიყო მისი დამხმარე.

ეს არის ამ მდგომარეობით ჩვენს მიერ დაფიქსირებული დარღევები. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს რომ იყვნენ აქტიურები. გვაქვს საკმაოდ კარგი აქტივობა. ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს რომ „ქართული ოცნება“ ახლა უკვე მერვეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თუმცა, ამისთვის საჭიროა ყველა ახლა გააქტიურდეს, ვინაიდან როგორც ვიცით დღის მეორე ნახევარი არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ჩვენი ოპონენტებიც საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას დაიწყებენ ძალიან აქტიურად და ჩვენ ამას ვხედავთ სხვადასხვა უბნებში, განსაკუთრებით თბილისში შეიმჩნევა, რომ აქტიურად ხდება მობილიზება საკუთარი ამომრჩევლების. გაჩვენეთ კიდეც, რომ მათი კოორდინატორები უბანთან გარშემო არიან, ასე რომ, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, დღეს არის მათი დღე, უნდა თქვან სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს მუნიციპალიტეტებში ხელისუფლებაში.