02 ოქტომბერი, 2021
როგორც მთელი დღის განმავლობაში ჩვენი კოლეგები ატარებენ ბრიფინგს და აუწყებენ საზოგადოებას, არჩევნები ძირითადად, განსაკუთრებით იქ სადაც პროვოკაციები და დადგმული სპექტაკლები არ არის, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, საკმაოდ ნორმალური აქტივობაა, რასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს, მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობისკენ, რა შემთხვევაშიც უკვე თამამად შეგვიძლია, რომ ვთქვათ გაფორმდება „ქართული ოცნების“ გამარჯვება, დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ამ წუთისათვის ჩვენი შტაბებიდან შემოდის. არის ცალკეული დარღვევები, ოღონდ მისი ავტორები, როგორც ზოგიერთი მაუწყებელი ამცნობს საზოგადოებას აბსოლუტურად განსხვავებული პირები არიან. დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამის აღრიცხვა მიდის, თუმცა არ მიდის ჩვენი მხრიდან რაღაც პროვოკაციების მოწყობა და ვინმეზე დაბრალება დარღვევების. მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო თქვენთვის ჟურნალისტების გასაგონად და ნებისმიერი იმ ადამიანის გასაგონად, ვისაც შეიძლება ამის შესახებ გულწრფელად ინფორმაცია არ ქონდეს. დადგენილია იმ უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა და ასე შემდეგ, ეს უნდა დაიცვას ყველამ ეს ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ჩვენი წარმომადგენელი თუ სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი 100 მეტრის რადიუსი დაიცვან მკაცრად, მაგრამ 100 მეტრის რადიუსის გარეთ, მათ შეუძლიათ ჩაატარონ, ნებისმიერი რა თქმა უნდა კანონიერი, ნებისმიერი მოქმედება.თქვენ წარმოიდგინეთ აგიტაციაც კი რომ გასწიონ, სულ რომ მაისურებით იყვნენ 100 მეტრის, ვთქვათ პარტიული მაისურებით, რადიუსის გარეთ ეს დარღვევა არ არის, ამას ვამბობ რატომ, ერთი მთავარი მიზეზის გამო, გარკვეული ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ასევე პარტაქტივისტები, არ აქვს ამას მნიშვნელობა ვინ და როგორ, ვისია და ვის წარმოადგენს, 100 მეტრის რადიუსის გარეთ, აფიქსირებენ თითქოს ვიღაც სიით ზის, ვიღაც აღრიცხვას აწარმოებს, ვიღაცა მოუწოდებს მოსვლისკენ თავის აქტივისტებს, ეს არ არის დარღვევა ცალსახად, ოღონდ მკაცრად უნდა იყოს დაცული 100 მეტრიანი რადიუსი. ჩვენ, სამწუხაროდ ვხედავთ, ზოგიერთი ტელეკომპანიის მხრიდან, რომ 100 მეტრიანი რადიუსის გარეთ მაგრამ, 100 მეტრის რადიუსის გარეთ, მათ შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი, რა თქმა უნდა კანონიერი, ნებისმიერი მოქმედება. თქვენ წარმოიდგინეთ, აგიტაციაც კი რომ გასწიონ, სულ რომ მაისურებით იყვნენ, ვთქვათ პარტიული მაისურებით, 100 მეტრის რადიუსის გარეთ ეს დარღვევა არ არის. ამას ვამბობ რატომ? ერთი მთავარი მიზეზის გამო, გარკვეული ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ასევე პარტაქტივისტები არა აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ, ვისია და ვის წარმოადგენს, 100 მეტრის რადიუსის გარეთ აფიქსირებენ თითქოს ვიღაცის აღრიცხვას აწარმოებენ, ვიღაცა მოუწოდებს მოსვლისკენ თავის აქტივისტებს, ეს არ არის დარღვევა ცალსახად, ოღონდ მკაცრად უნდა იყოს დაცული 100 მეტრიანი რადიუსი. ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ზოგიერთი ტელეკომპანიის მხრიდან, 100 მეტრიანი რადიუსის გარეთ, ისინი მიდიან კონკრეტულ ავტომანქანებთან, აფიქსირებენ იქ ადამიანებს, რომლებიც სხედან ავტომანქანებში, დასდევენ გამვლელებს და ეუბნებიან, რომ იქ ჰყოფნის უფლება არა აქვთ და არ გააჩნიათ, ეს არის ცალსახად არასწორი ინფორმაცია. იქიდან გამომდინარე, რომ 100 მეტრის რადიუსის გარეთ და ბევრჯერ მომიწია ამ ტერმინის გამეორება არანაირი დარღვევა არ არის. თუნდაც მოწოდება, თუნდაც აგიტაცია და ა.შ. მთავარია, ეს დისტანცია იყოს დაცული.