×
×

03 ივნისი, 2014

დავით ნარმანია შეხვედრა ორთაჭალაში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად კრწანისის მოსახლეობას შეხვდა. გორგასლის ქუჩის მცხოვრებლების ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და ქალაქის მერიასთან კომუნიკაციის არარსებობაა, გასაკეთებელია შიდა გზები, სახურავები და ეზოები, რის მოგვარებასაც, გამარჯვების შემთხვევაში მათ დავით ნარმანია პირდება. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გაიხსნება ახალგაზრდული კლუბი, სადაც იქნება ფილმების საჩვენებლი ოთახი, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ცენტრი.