24 სექტემბერი, 2021
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
დღეს შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
მიმდინარე კვირას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შეხვედრები გამართეს დასავლეთ საქართველოში.