×

21 სექტემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.
პარტიის ლიდერები დღეს ოზურგეთში, გურიის რეგიონში მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ზუგდიდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრებს გამართავენ ასევე ბათუმსა და ამბროლაურში.