14 სექტემბერი, 2021
ადგილობრივი წარმოების მხრივ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები აღვნიშნოთ: პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ „შეღავათიანი აგროკრედიტი“, თუნდაც შიდა ქართლის რეგიონში 360 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. აქედან 50 მილიონი ლარის თანაინვესტირება ჩვენ განვახორციელეთ, ათეულობით ახალი საწარმო დაფინანსდა, შემნახველი საწარმოები იქნება ეს, თუ გადამამუშავებელი საწარმოები. ნებისმიერ სფეროში, განათლების სფერო რომ ავიღოთ, 175 ახალი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია ჩავატარეთ. ახლა 800 სკოლის რეაბილიტაციას ვიწყებთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. ვაშენებთ პროფესიულ სასწავლებლებს ყველა რეგიონში და ყველა მუნიციპალიტეტში. დევნილების მიმართულებით, გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენს დაჩაგრულ ხალხს, დევნილებს ვეხმარებით, რომ ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ათასობით ადამიანს დაუკანონდა ფართები და საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. - ირაკლი ღარიბაშვილი
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში პროექტს ვაკეთებდით, სადაც ელექტროენერგია არ იყო და ვიპოვეთ გამოსავალი, რომ იქ არსებულ მდინარეზე დაგვედგა წისქვილი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა და ვერსად ვერ შევძელით ამის გაკეთება. ბოლოს მირჩიეს ხაშურში ჩამოსვლა. მართლაც გაკვირვებული ვიყავი, რამდენი პატარა ოჯახური სახელოსნო იყო ამ ქალაქში, რომლებიც მართლაც ხარისხიან პროდუქტს ქმნიდნენ და არამხოლოდ ეს პატარა წისქვილი, რომელმაც აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა. მას შემდეგ რაც ელექტროენერგია მივიღეთ, ბევრი სხვა პროდუქცია იყო, რასაც აქ ვუკვეთავდით, გამათბობლებით დაწყებული, რომელიც დღესაც გამართულად მუშაობს და ვთვლი, რომ საკმაოდ ხარისხიანია. - კახა კუჭავა
წლევადნელი წელი ხაშურისთვის ისტორიულია, უკვე მიმდინარეობს ტენდერები სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის შედეგადაც ხაშურს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინება. აშენდება 209 კმ ქსელი და მაგისტრალი, 2 სათავე ნაგებობა, 3 რეზერვუარი და გამწმენდი ნაგებობა ენერგოეფექტურობის კომპონენტის ჩათვლით, რაც ჯამში, დაახლოებით, 266 მილიონი ლარის ღირებულებისაა. მისი დასრულების შემდეგ ხაშურს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. მასშტაბურ პროექტზე სამუშაოები მომავალ წელს უკვე დაიწყება და 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ხაშურიც დანარჩენ 47 ქალაქთან ერთად უკვე სრულად 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. - ირაკლი ქარსელაძე
ხაშურში დავიბადე და გავიზარდე, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და სწორედ ჩემი კუთხისა და ხალხის სიყვარულმა გამაბედინა მიმეღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დიდი პასუხისმგებლობაა, იბრძოლო იმ ქალაქის მერობისთვის, სადაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების საფლავებია! ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ბევრი პრობლემაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. როგორც უკვე ითქვამ სულ ცოტა ხანში დაიწყება საუკუნის პროექტი, რომლის შედეგადაც, ჩვენი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. - თენგიზ ჩიტიაშვილი
#განვითარებაყველარეგიონს