×

13 სექტემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი

პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა ჩაატარა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში. გამოიკითხა 1405 რესპონდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.

კითხვაზე - „ხვალ რომ რუსთავის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

 

ქართული ოცნება

49,7%

ნაციონალური მოძრაობა

33,6%

პატრიოტთა ალიანსი

3,5%

საქართველოსთვის

3,3%

გირჩი - მეტი თავისუფლება

2,7%

ლელო

1,8%

ლეიბორისტული პარტია

1,2%

სხვა პარტიები < 1%-ზე

4,2%

 

რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

შესაბამისად, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

 

ქართული ოცნება

23

ნაციონალური მოძრაობა

10

პატრიოტთა ალიანსი

1

საქართველოსთვის

1

 

კითხვაზე - „ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

 

ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება)

53,5%

დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა)

36,8%

ბექა ლილუაშვილი (საქართველოსთვის)

3,6%

თორნიკე არევაძე (პატრიოტთა ალიანსი)

2,6%

სხვა კანდიდატები

3,5%

 

როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს რუსთაველი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

ნინო ლაცაბიძეს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას.