×

12 სექტემბერი, 2021

ახალქალაქის მერობის კანდიდატის მელქონ მაკარიანის წარდგენა

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წელი გადის და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ მთელს ქვეყანაში, ამ რეგიონში, ახალქალაქში, იქნება ეს გზები, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პროექტები, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია-აღდგენა, საავადმყოფოებისა და ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა, სოფლის მეურნეობის პროგრამები, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. უნდა აღინიშნოს ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელმაც ბევრი სამუშაო ადგილი შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენთვის, ხალხისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე და ამ მიზნით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ. 2,5 მილაირდი ჩაიდება ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. ვიცი, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ახალქალაქში, ერთგული, პატრიოტი ხალხი, რომლებიც საკუთარი შრომით ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებს და აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს. - ირაკლი ღარიბაშვილი

როდესაც ვსაუბრობთ ახალქალაქზე, პირველ რიგში გვახსენდება სოფლის მეურნეობა. რამოდენიმე სოფელი მაქვს მოვლილი და ყოველთვის გაკვირვებული ვიყავი ადგილობრივების შრომისმოყვარეობით, თუ როგორ ქმნიან სარგებელს ოჯახისთვის, მთელი კუთხისთვის და რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის. არის სხვა მიმართულებებიც, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვიფიქროთ. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო გრანტებზე და პროგრამებზე  სოფლის მეურნეობის კუთხით, ვიცით რომ ბევრი იყენებს ამ შესაძლებლობას. თუმცა მთლიანად სამცხე-ჯავახეთის მხარეს თუ ავიღებთ, არა მხოლოდ სოფლის  მეურნეობით, არამედ  გამოირჩევა უნიკალური ადგილებით. - კახა კუჭავა

ზუსტად ვიცი, რომ პროგრესის კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე კვლავ არაერთი გამოწვევაა. მიუხედავად ამისა, გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ისინი. ჩვენს მუნიციპალიტეტს გამოცდილი, პროფესიონალი, ენერგიული, საქმეზე ორიენტირებული ადამიანები სჭირდება, ამიტომაც, „ქართულ ოცნებას“, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ალტერნატივა არ აქვს. - მელქონ მაკარიანი

#განვითარებაყველარეგიონს