×

11 სექტემბერი, 2021

ბორჯომის მერობის კანდიდატის ოთარ არბოლიშვილის წარდგენა

ბორჯომს აქვს უზარმაზარი, უნიკალური პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას. რეალურად, ჩვენ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას გამოიწვევს და ვაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ. წელს ვხარჯავთ 500 მილიონს ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ახალი პროგრამა და პროექტი დაფინანსდება მომდევნო წლებშიც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას აქტიურად. - ირაკლი ღარიბაშვილი

ბორჯომზე საუბრისას ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პოტენციალზე, რომელიც დამატებით შეიძლება იქნეს ათვისებული - ეს არ არის მხოლოდ ქალაქი ბორჯომი, ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად მუნიციპალიტეტზე. ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი თუ პატარა სოფელია, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ დაიმკვიდრონ თავი არამხოლოდ ტურისტული, არამედ სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, ბაკურიანზე შევჩერდები.

მოგეხსენებათ, 2023 წელს და შემდეგ, 2025 წელს ორი დიდი, მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება ჩატარდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ეს უნიკალური მხარე.

მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომლებიც პირველ რიგში გულისხმობს დიდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. - კახა კუჭავა

ბორჯომში მალე დასრულდება ისტორიული კავალერიის შენობა, რომელიც იქნება ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ბორჯომელებისთვის, მისი სტუმრებისთვის და შეასრულებს კუკლტურული ცენტრისა და მუზეუმის ფუნქციას. ჩვენი თანმიმდევრულობა აქაც კარგად ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, კოსტავას პარკის რეაბილიტაციაც თვითმმართველობისა და მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. შემდეგი სეზონისთვის ეს პარკი იქნება აბსოლუტურად განახლებული ძველი და ახალი, თანამედროვე სივრცეებით, საბავშვო და დასასვენებელი სივრცებით, რაც აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბორჯომისთვის. - ირაკლი ქარსელაძე

2017 წლიდან დღემდე, საკრებულოს წევრი ვარ. ვიკავებდი სხვადასხვა თანამდებობებს და ვიცი, რომ 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ არის საკეთებელი. 4 წლის განმავლობაში გავაირეთ ის გზა და ვაკეთეთ უამრავი გასაკეთებელი საქმე. წინ ბევრი გამოწვევაა. მთელი ეს დრო საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა მუნიციპალიტეტი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, აქტიურად გაგრძელდება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება. მე და ჩემს გუნდს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდის თანადგომით, გვაქვს რეალური მიზნები და მიზნების განსახორციელებელი რესურსები, რათა მომდევნო წლის განამვლობაში მოვაწყოთ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ახალი, კომფორტული ტურისტული ლოკაციები, კიდევ უფრო განვავითაროთ სამთო–სათხილამურო სპორტი. გპირდებით, ჩვენს სოფლებში მოვაწყობთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას და მაქსიმალურად ავითვისებთ იმ უდიდეს რეკრეაციულ და სამედიცინო ტურისტულ პოტენციალს, რომელიც მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის, ადგილობრივებისათვის მეტ შემოსავალს შემოიტანს მუნიციპალიტეტში. - ოთარ არბოლიშვილი

#განვითარებაყველარეგიონს