05
სექტემბერი,
2021
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ განვითარება შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ ამ ულამაზეს რეგიონში. 3 ათასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და დაახლოებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა ამ ულამაზეს მხარეში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ შიდა გზების მოსაწყობად. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზიფიცირების კუთხით, ასევე ვმუშაობთ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებაზე. ჩვენი ამოცანაა, 2025 წელს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალი. - ირაკლი ღარიბაშვილი
ამბროლაური და ის ულამაზესი სოფლები, რომელიც მის გარშემოა, გამოირჩევა ბევრი ღირშესანიშნაობით.
ცნობილი „ხვანჭკარა“ და ყიფიანის ვენახები - გემო, რომელიც ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოს ყველამ, ვისაც ღვინო და ვაზი უყვარს.
ამბროლაურში სულ სამი მოძველებული ღვინის ქარხანა იყო. დღეს გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ არა თუ ქარხნების რაოდენობა იზრდება, იზრდება პატარა მეღვინეობები, რომელიც კიდევ უფრო პოპულარული ხდება და პოპულარულს ხდის ამ კუთხის ვაზს, ღვინოს. - კახა კუჭავა
როდესაც ვსაუბრობთ რაჭაზე, ორიოდე სიტყვით ვიტყვი მის ბუნებრივ პოტენციალზე. რაჭა არის უმდიდრესი თავისი ტყის რესურსებით და ჩვენ, ვიწყებთ რაჭის ტყის სწორად მართვას. ჩვენ, მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც გულისხმობს ტყის მეურნეობების აღდგენას იმგვარად, როგორც ადრე იყო, ოღონდ მდგრადი მართვის პირობებში, ჩვენ უნდა შევინარჩნოთ უნდა ეკოლოგიური მდგომარეობა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ტყეებს, გადავცეთ მომავალ თაობას და ასევე, მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ტყის რესურსებიდან. შესაბამისად, მიმდინარე წელს, უკვე დავიწყებთ ახალი სატყეო მეურნეობების შექმნას, საქმიანი ეზოების ჩამოყალიბებას, ახალი კომპანიების ხელშეწყობას, რომელიც იმუშავებს გრძელვადიანად და სტაბილურად, მერქნული რესურსის სწორად მოპოვების კუთხით ისე, რომ მეტი ეკონომიკა შეიქმნას რაჭაში. ჩვენს ტყეებს, ბუნებრივ ტყეებს, განახლების საკმაოდ მაღალი პოტენციალი გააჩნია. რაჭას ამის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი, სწორად უნდა გამოიყენოს რაჭველმა მოსახლეობამ იმისთვის, რომ მეტი ეკონომიკა შეიქმნას. დარწმუნებული ვარ, რომ ის დინამიკა და მუხტი, რაც რაჭაში არსებობს გაგრძელდება და ჩვენც ამ ყველაფერს გავაკეთებთ.
რაჭა, ასევე ცნობილია თლუღის სოჭით. რაჭული სოჭი განსაკუთრებულად ლამაზია და ამშვენებს თითქმის ყველა ევროპულ ოჯახს შობასა თუ ახალ წელზე. სამწუხაროა, რომ ეს რესურსი გადის საქართველოდან და დამატებითი ღირებულება არ იქმნება. არის უწმინდესობის კურთხევაც, რომ აქვე, საქართველოში ვაწარმოოთ ნერგები და საქართველომ შექმნას დამატებითი პოტენციალი. სამწუხაროდ, ეს წლების წინ შეიძლება დაწყებულიყო, მაგრამ ლიცენზიები, რომელიც დღესაც მოქმედებს, წლების წინ, ჩვენს ხელისუფლებამდეა გაცემული და მოგვიწევს გადახედვა იმ პოლიტიკის, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა. მომავალ წელს, ჩვენ უკვე ზუსტად გვექნება შესწავლილი რესურსები. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მიდიოდა დეტალური შესწავლა ბუნებრივი რესურსების იმისთვის, რომ სწორად განვკარგოთ და აქვე შევქმნათ დამატებითი ღირებულება, აქ ჩამოყალიბდეს სანერგე მეურნეობები, მეტი ადამიანი დასაქმდეს და რა თქმა უნდა, მისი სახელი კიდევ უფრო შორს გავიტანოთ. - ლევან დავითაშვილი
ჩვენ კვლავ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგევართ, მაგრამ ერთადერთი ძალა, ვისაც ძალუძს ამ გამოწვევების გამკლავება და დამარცხება, ეს არის „ქართული ოცნება“, ყველაზე ხალხთმოყვარე, ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი ძალა ჩვენს ქვეყანაში.
მე აქ დავიბადე და გავიზარდე, არასდროს მიმიტოვებია ჩემი მშობლიური კუთხე. არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადგილი, რომელიც ამბროლაურს ჯობდეს, ამიტომ მე, როგორც ამბროლაურელი, თქვენთან ერთად, ჩვენ აუცილებლად სასიკეთოდ შევცვლით ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაკეთებთ ყველაფერს გასაკეთებელს, რაც ჩვენს ამბროლაურს და ამბროლაურელებს სჭირდება, ვიბრძოლებთ ბოლომდე. - ზვიად მხეიძე