05 სექტემბერი, 2021
მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ და დღეს წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატს, ჩვენთვის საამაყო სპორტსმენს, გიორგი ნემსაძეს. კაცი, რომელმაც თავისი შრომით მიაღწია წარმატებას და საამაყოა ჩვენთვის ყველასთვის და კაცი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაუბრუნდეს თავის მშობლიურ ცაგერს და მოემსახუროს ცაგერს და მის მოსახლეობას. მადლობა გიორგის ამ პატრიოტიზმისთვის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სიყვარულისთვის. - ირაკლი ღარიბაშვილი
რამდენჯერაც არ უნდა ჩამოვიდე ულამაზეს ცაგერში, ყოველთვის იგრძნობა განსაკუთრებული სითბო და სტუმარ-მასპინლობა. უნიკალური და გამორჩეულია თავისი ისტორიული ძეგლებით. ხვამლის მთა, დღემდე რჩება ყველასთვის ამოუცნობ სილამაზედ და საიდუმლოდ. ბევრი ტურისტი და ბევრი დაინტერესებული ადამიანი, მთაში სიარულის მოყვარულები დადიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ამ ადგილებში, ულამაზესი ხეებით და მღვიმეებით. როდესაც ვსაუბრობთ მთაში სიარულის სიყვარულზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ულამაზესი სოფელი ლაილაში, რომელიც ამ ბოლო დროს გახდა პოპულარული. ბევრმა გადაიღო იქ სურათი, იმ ულამაზესი ხედებიდან, რომელიც იქ იშლება, თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რა დიდი მნიშნელობა ჰქონდა ლაილაშს ისტორიულად. ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეთნიკურად მრავალფეროვანი სოფელი, ძალიან მდიდარი, განვითარებული ვაჭრობით, რომელსაც ვთვლი, რომ კიდევ მეტი ტურისტის მოზიდვის შესაძლებლობა აქვს. - კახა კუჭავა
ლაილაშში სკოლა ავაშენეთ, რომელსაც 800 000 ლარი მოხმარდა და რომელსაც ლაბორატორია, კვების ბლოკი, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებიც აქვს. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. საირმის და ცაგერის სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი სიცოცხლე და შესაძლებლობები გაჩნდა მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის. თითქმის უკვე დასრულებულია ჩქუმი-ქულბაქის გზა, თუმცა სამუშაოების წარმოებისას ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით ემატება სამუშაო. ლაილაში-თაბორის გზა კი, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულებული, კონტრაქტორის გამო შეჩერდა და მალე კვლავ თავიდან გამოცხადდება ტენდერი. - ირაკლი ქარსელაძე
ცაგერის მერობა ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევაა და მზად ვარ გაათმაგებული ენერგიით, პროფესიონალ გუნდთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გადავდგათ გარდამტეხი ნაბიჯები, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მიმზიდველად და გამორჩეულად ვაქციოთ. და კიდევ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო იმ კუთხეს, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩვენი კუთხისა და სამშობლოს ღირსეული მამულიშვილები. მაგალითად: ლადო ასათიანი, მარშალი არჩილ გელოვანი, მერაბ მამარდაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, კახი ასათიანი და სხვანი. საბედნიეროდ, ბევრი ჰყავს ჩვენს კუთხეს ასეთი მამულიშვილები. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მერწმუნეთ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. - გიორგი ნემსაძე