03
სექტემბერი,
2021
ჩვენ მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მშვიდად, თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და მოვიგოთ ღირსეულად და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა.
ყველა რეგიონის მიმართულებით, ჩვენ წარმოგიდგენთ კონკრეტულ რეფორმებს, კონკრეტულ გეგმებს, კონკრეტულ პროგრამებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენს მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.
მეტი დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები - ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი მთავარი მიზანი.
კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის. ერთგულება, მადლიერება, სიმართლე, ღირსება, პატიოსნება - გამოარჩევს ჩვენს დიდ ოჯახს, გაერთიანებას - „ქართულ ოცნებას“ და სწორედ, ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ამ იდეალებით, ამ პრინციპებით, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას და აუცილებლად გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. - ირაკლი ღარიბაშვილი
არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვა არ ვთქვა თქვენს კანდიდატზე - ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დიდი სიყვარულით მშობლიური თერჯოლის მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით და იმ ხედვებით, ჟინით, რომლითაც მას უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს თერჯოლამ, მთლიანად მუნიციპალიტეტმა, ყველა იმ სოფელმა, სადაც ის ყოველდღიურად დადის და თითოეულ ოჯახთან აქვს კომუნიკაცია. - კახა კუჭავა
იმერეთში ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობის დროს 4 მილიარდ ნახევარი ლარის პროექტები გვაქვს განხორციელებული. 450 სოფლამდე ცენტრალური გზა გვაქვს გაკეთებული, 542 სოფლიდან. ეს არის თითქმის 80 პროცენტი, როდესაც მხოლოდ 80-მდე სოფელში იყო ცენტრალური გზა. გარდა ამისა თერჯოლა არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელშიც მთლიანად მოხდა გაზიფიცირება და სწორედ იმ პროექტით, რომელიც ვახსენე ცოტა ხნის წინ, ის რომ ხალხს და ხალხის საჭიროებებს მოხმარებოდა, არა მარტო ცენტრალური გზები, დღეს ბევრად მეტი სოფელი გვექნებოდა გაზიფიცირებული იმერეთში. დღეს ამ 542 სოფლიდა 239 სოფელია გაზიფიცირებული. 2012 წლამდე და 2012 წელს ეს ციფრი შეადგენდა მხოლოდ 59 სოფელს. შევადაროთ ერთმანეთს ვინ აკეთებს სახალხო საქმეს და ვინ არ აკეთებს და ვიზე იყო ყველაფერი მორგებული. - ზვიად შალამბერიძე
კარგად ვიცით ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ბევრი გამოწვევის წინაშეა, თუმცა მჯერა ამ გამოწვევებს და ამ პრობლემებს ერთად გავართმევთ თავს. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით, რა ესაჭიროება ჩვენს თერჯოლელებს.
ჩვენი მთავრი გამოწვევაა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი თითოეული ოჯახისთვის პირობების გაუმჯობესება, ამასთანავე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვერდით დგომა. ცენტრალური ხელისუფლება, ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა. მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად ავაშენებთ იმ სანატრელ რაიონს, რომელსაც თერჯოლა და საქართველო ჰქვია. - ლაშა გოგიაშვილი