×

03 სექტემბერი, 2021

ბაღდათის მერობის კანდიდატის კახა ენუქიძის წარდგენა

ერთ-ერთი მთავარი დავალება მთელი მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების იქნება, რომ 24-საათიანი კამპანია, 24-საათიანი კომუნიკაცია არის საჭირო ჩვენს მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, მერებს აქვთ ძალიან გამოკვეთილი როლი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მერი ყოველთვის უნდა იყოს და იქნება ასეც, მობილიზებული, რომ მოემსახუროს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. - ირაკლი ღარიბაშვილი

ერთ-ერთი მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ახალგაზრდების ჩართულობა, რათა მეტი სარგებელი მოუტანონ თავიანთ რეგიონს, თავიანთ კუთხეს.

ეს უნდა იყოს ახალი მერის საზრუნავიც. ახალი მიმართულება, რომლითაც ბაღდთმა ნამდვილად უნდა გამოიჩინოს თავი, გახდეს უფრო ძლიერი, რადგან საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ გვექნება ძლიერი მუნიციპალიტეტები. - კახა კუჭავა

საუბარი იყო ეკონომიკის განვითარებაზე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს უამრავი პროექტი. ამიტომ, თითოეული ჩვენგანისათვის, როგორც დეპუტატის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მთავარი მიმართულება უნდა იყოს ბიზნესის ხელშეწყობა. მჯერა თქვენი, ბაღდათელებო. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ რაიონის განვითარებისთვის. - ბეჟან წაქაძე

ბოლო ოთხი წელია ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს ვემსახურები და კარგად ვიცი მისი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიცი რა პრიორიტეტები უნდა დავისახო, რათა ბაღდათი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.

გპირდებით, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თქვენი ჩართულობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ფონი. გპირდებით, ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართმევთ თავს, წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას და გამოცდილებას კი ბაღდათის კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვახმართ. - კახა ენუქიძე

#განვითარებაყველარეგიონს