02 სექტემბერი, 2021
წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ბატონ ლევან ივანაშვილს. პირველივე დღეებიდან ლევანი იყო ჩართული „ქართული ოცნების“ გამარჯვების საქმეში. ძალიან მაგარი, მეურნე კაცი, საჩხერეს უყვარს ლევანი, ლევანს უყვარს საჩხერე და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება საჩხერლებისთვის. წარმატება და გამარჯვება, ეჭვი არ გვეპარება, რომ ისევე, როგორც ყოველთვის, რეკორდსმენი იქნება საჩხერე. - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, ბევრი დაგვრჩა კიდეც, თუმცა, სადაც მივდივართ, გვხვდება მინიმუმ რამოდენიმე პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს იმ პრიორიტეტების, იმ პრინციპების დაცვით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე მიზნად დასახა.
ეს არის ის ხელშესახები პროექტები, ხელშესახები სარგებელი, რომელსაც იღებს ესა თუ ის რეგიონი. თეატრების და მუზეუმების მშენებლობა და რეაბილიტაცია. აქ არ არის საუბარი უბრალო, მარტივ რეაბილიტაციაზე, საუბარია უმაღლესი დონის, ტექნიკურად უზრუნველყოფილ და მოწყობილ კულტურულ ცენტრებზე. - კახა კუჭავა
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, ბატონი პრემიემ-მინისტრის დავალებით შემუშავებული იქნა 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და რა თქმა უნდა, თითოეულ სამინისტროს აქვს ძალიან ბევრი გეგმა, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტებს, მათ შორის, თუნდაც იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში იყოს აშენებული იუსტიციის სახლი, სადაც ვერ აშენდება, იქ უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას მობილური იუსტიციის სახლები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გეგმა არსებობს მუნიციპალიტეტებისთვის, თუმცა ბუნებრივია, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტები იმუშავებენ ერთობლივად და ერთ მუშტად რა თქმა უნდა, იქნება ამ გეგმების განხორციელბა ბევრად უფრო სწრაფად და თითოეული ადამიანი იგრძობს ამას საკუთარ ოჯახში. მინდა, სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო კანდიდატს. - რატი ბრეგაძე
მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ლევანს, რომელმაც ძალიან კარგად იცის საჩხერე და უყვართ საჩხერლებს. ყველა იცის და ყველას იცნობს. ლევანს არ დასჭირდება საკითხის შესწავლა, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეა, ამიტომ ზეპირად იცის, რომელ სოფელს, უბანს და მოსახლეს რა სჭირდება. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ამ საქმიანობას ბატონი ლევანი გააგრძელებს. - პაატა კვიჟინაძე
ნამდვილად ვიცი თუ რა პრობლემებია საჩხერეში, რომელ სოფელს რა უჭირს, და ვის, თუ არა ჩვენ გუნდს, „ქართული ოცნების“ გუნდს, შეუძლია ამ პრობლემების აღმოფხვრა.
აქ გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საჩხერეში ნამდვილად ბევრი რამ არის გაკეთებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, სწორედ ამან, ამ სიკეთეებმა, რომელიც მან საჩხერეს მოუტანა, მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ უკვე უფრო ფართო ასპარეზზე გავსულიყავით ჩვენს გუნდთან ერთად. ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, შევძელით, რომ უკვე უახლოეს წლებში მიგვეღწია იმისათვის, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო ცენტრალური გზა მობეტონებული ან მოასფალტებული. დავიწყეთ ყველა სოფელში წყალმომარაგება, ეს ეტაპი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს რიგ სოფლებში და ვფიქრობთ, როგორც ბატონმა პაატამ აღნიშნა, ის ორი დიდი სოფელი ძალიან მალე დაიწყება და მათაც გავახარებთ ამ კუთხით. - ლევან ივანაშვილი