×

02 სექტემბერი, 2021

ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენა

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას და დღეს წარმოგიდგენთ მოქმედ მერს  - ბატონ გივი მოდებაძეს. ბატონი გივი ღირსეულად ემსახურება თქვენს ქალაქს, ჭიათურას და ჭიათურელებს და მჯერა, იგი ასევე წარმატებით გააგრძელებს 4 წლის განმავლობაში თქვენს მსახურებას.

ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს მოსახლეობას, ვსაუბრობთ ჩვენს მიღწევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე ამ ეტაპზე არსებობს და გამოსავლის გზებზე. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში მოიტანა მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნა თავისუფლება, ღირსება და ყველა ის სირცხვილი, აგრესია და ძალადობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო გამეფებული ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ ყველამ ერთად. - ირაკლი ღარიბაშვილი

ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი.უნიკალურია ამ ქალაქის განლაგება ამ კანიონში და ამ ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ - არ შეიძლება ეს პოტენციალი სრულად არ გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის და თუ ჩვენ აქ შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით შესაძლებლობებს შევქმნით, რომ მათ მიიღონ ყველა სერვისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება წარმატება არ მხოლოდ ამ რეგიონისთვის და ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. - კახა კუჭავა

ჭიათურაში, ამჟამად, 7 ობიექტზე და ჯამში მთლიანად ცენტრალური უბნის ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ მდებარეობას, აბსოლუტურად განახლებულ, ევროპულ და ევროპული შესაძლებლობების მქონე ცენტრად აქცევს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარი მხოლოდ პირველ ეტაპზეა და მას აუცილებლად ექნება გაგრძელება. - ირაკლი ქარსელაძე

ჭიათურის 22  სოფელია უკვე  გაზიფიცირებულია, მოწესრიგდა წყალმომარაგება, ცენტრალური გზები ყველა სოფელში დაიგო. ყველაზე მთავარი ჩვენი ქალაქისთვის  არის, „ჯორჯიან მანგანეზთან“ დამოკიდებულება, რადგან ჭიათურა და მარგანეცის მოპოვებას დიდი ისტორია აქვს და პრაქტიკულად  განუყოფელია. ჩემთვის  ძალიან სასიხარულოა, რომ ამ  მხრივ ძალიან კარგი  ტენდენციაა. - პაატა კვიჟინაძე

თანამედროვე გონდოლებიანი საბაგირო გზა, რომელიც მართლა ქალაქის საჩუქარია. დაახლოებით ათი დღეა, ცოტა მეტი რაც გაიხსნა და 20 000 ათასზე მეტი ვიზიტორია ნამყოფი აღნიშნულ საბაგიროზე და ამაზე არ ვჩერდებით. ჭიათურა მართლაც საჰაერო ვენეციას გავს, იმდენი საბაგირო გზები აქვს. ასევე, იყო საუბარი იმ საბაგირო გზებზე, რომლებიც ამ ქალაქს წლების განმავლობაში ემსახურებოდა და მიღებულია უკვე გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში დაიწყება ეგრეთ წოდებული მშვიდობისა და ოცდახუთიანის მიმართულებით ისტორიული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. - გივი მოდებაძე

#განვითარებაყველარეგიონს