×

01 სექტემბერი, 2021

ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 120 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თქვენ გყავდათ და გყავთ ჯერ კიდევ მოქმედი მერი, ბატონი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ღირსეულად, ერთგულად, მთელი გულით და სულით ემსახურა ხარაგაულს და რომელიც ასეთივე ერთგულებით, თავდადებით ბოლომდე დაიხარჯება და გააგრძელებს ხარაგაულის და ხარაგაულელების მსახურებას.
ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვარჩევთ დიდი სიფრთხილით მერს, კანდიდატებს, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი. ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად, მეგობრებო. - ირაკლი ღარიბაშვილი


ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა კანდიდატად წარმოვადგინოთ კობა ლურსმანაშვილი - ადამიანი, რომელთან ერთად მე-9 მოწვევის პარლამენტში ოთხი წელი ვიმუშავე, სამი წელი ერთ კომიტეტში ვმუშაობდით.
ნებისმიერ საკითხზე იგი აუცილებლად ახსენებდა ხარაგაულს და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ამ მუნიციპალიტეტის ინტერესები, რაც ლოგიკურიცაა, იგი ხარაგაულის მაჟორიტარი იყო, მანამდე იყო მერი, ახლაც ასრულებს მერის მოვალეობას და დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და გააგრძელებს თავისი მუნიციპალიტეტის, თავისი ხალხის მსახურებას. - კახა კუჭავა


წელს დასრულდება ხარაგაულის მიმართულებით გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, წყალმომარაგების მიმდინარე პროექტის განხორციელების შედეგად კი, 2022 წელს, უკვე ხარაგაულის ყველა მცხოვრებს წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება. - ირაკლი ქარსელაძე


ყოველთვის მიმაჩნდა და ვფიქრობდი, რომ ხარაგაულს, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე დიდი პოტენციალი, ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა. მჯერა, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, ხარაგაული თავის გადამჭრელ სიტყვას იტყვის თვითმმართველობის არჩევნებში. - კობა ლურსმანაშვილი