×

27 აგვისტო, 2021

ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენა

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მმართველი ვართ დროებით არჩეული ამ თანამდებობებზე, ისე როგორც ადგილობრივი ხელისუფლება და ჩვენი მთავარი ვალდებულება და ვალი არის და უნდა იყოს ხალხის მსახურება და ხალხისთვის პრობლემების მოგვარება, განვითარება, ზრუნვა, უამრავი საკითხების გადაჭრა, რაც არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება. აი სწორედ ახლა ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ბოლო 8 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ხობის მუნიციპალიტეტში, ძალიან ბევრი რამ - იქნებოდა ეს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირების სამუშაოები - უამრავი რამ. აღარ ჩამოვთვლი მე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ხობელებს ყველა ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მოვიარეთ სოფლები. ვიყავით პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმში, რომელიც ბრწყინვალედაა გაკეთებული და ვნახეთ ბრწყინვალე ეკლესია. ეს ყველაფერი ფონდი „ქართუს“ და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაკეთდა.

გვახსოვს, როდესაც იგი ხიბულაში იყო, ამ საქმეს მაშინ ჩაეყრა საფუძველი და დღეს ბოლომდეა მიყვანილი. ეს აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, ნახოს ბავშვმაც, მოსწავლემაც, რადგან ეს არის ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახლ-მუზეუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ ეს ისტორია - საიდან მოვდივართ და როგორ ვაგრძელებთ გზას.

მუზეუმამდე მისასვლელი გზა, რომელიც ბრწყინვალედ მიდის თითქმის ბოლომდე, დარჩენილია დაახლოებით კილომეტრი, მალე დასრულდება. - კახა კუჭავა

მომდევნო 4 წლის განმავლობაში დავაგებთ 1500 კმ-მდე გზას. 1500 კმ-ს იმიტომ, რომ 3000 კმ უკვე დაგებული გვაქვს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის წლევანდელი ბიუჯეტი 330 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც, ასევე თავის დროზე შემუშავებული სწორი და სამართლიანი გადანაწილების პრინციპით მივიღეთ. აქ, მუნიციპალიტეტებს შორის გვაქვს შეჯიბრობითობის პრინციპით, გათვალსიწინებულია საბონუსე სისტემა და აქაც დაწინაურებულია ხობის მუნიციპალიტეტი. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხობი მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარებული, კიდევ უფრო ინფრასტრუქტურულად სტაბილური და კიდევ მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება ხობელებისთვის. - ირაკლი ქარსელაძე

ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა, ამიტომაც, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო დაუახლოვდეს ხალხს და მოსახლეობაც უშუალოდ ჩაერთოს ჩვენი საქმიანობის პროცესში.

თქვენი თანადგომის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ასე ერთიანად ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა რომელიც ჩვენს წინაშე იქნება. - დავით ბუკია 

#განვითარებაყველარეგიონს