×

26 აგვისტო, 2021

სენაკის მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენა

სენაკში არაერთი პროექტი დაფინანსდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, აღდგენა, ახალი სკოლების აშენება, წყლის პროექტები, გაზიფიცირების  პროექტები, გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია. ასობით პროექტი დაფინანსდა ბოლო რვა წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი.  რა თქმა უნდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება კიდევ უფრო მეტი, გაათმაგებული ტემპებით მუშაობა.  გვჭირდება ჩვენ 24-საათიანი მუხლჩაუხრელი შრომა. იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა, ყველა ეს პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არის  დაგროვილი ჩვენს ქვეყანაში მოვაგვაროთ დროულად და ეფექტიანად. - ირაკლი ღარიბაშვილი

როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე,  კანდიდატზე და იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილია.

ვახტანგი, გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ჟინით, შრომისუნარიანობით და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ ვიამაყოთ იმ შედეგებით, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტი მიაღწევს მისი ხელმძღვანელობით.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია წარმომადგენლობა საკრებულოში. მერს სჭირდება ძლიერი გუნდი, რომელსაც მხარს უნდა უმაგრებდეს საკრებულო უმრავლესობის სახით, რათა ყველა გადაწყვეტილება, ყველა პროექტი თუ ძირითადი მიმართულებები შესრულდეს ადგილობრივ დონეზე.  მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ  უალტერნატივო ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში აჩვენა განვითარება, სტაბილურობა და ჩვენ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. - კახა კუჭავა

ჩვენი დეკლარირებული პრიორიტეტია ფინანსურად ძლიერი და ადგილობრივ საჭიროებებზე მომართული მუნიციპალიტეტები. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული და 2019 წელს დღგ-ს განაწილების რეფორმის მიხედვით 100 მილიონ ლარზე მეტი მუნიციპალიტეტების შემოსულობები აღმოჩნდა და ჩვენი გეგმა კიდევ უფრო ამბიციურია, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლის  ბოლომდე, უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტისა, დაახლოებით 15 მილიონზე მეტი შემოსულობები იქნება თითოეულ მუნიციპალიტეტში. ეს არის  პასუხი იმ მრავალ საჭიროებაზე, რომელიც დღესაც არის. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ასე თამამად მომავალზე, რომ შედეგი დღეს უკვე გვაქვს. - ირაკლი ქარსელაძე

ნოქალაქევის რებილიტაციის პროექტი ამიერკავკასიაში უპრეცედენტოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. ჩვენთვის და ბევრი ჩვენგანისთვის ეს პროექტი იყო ყოველთვის სიმბოლური და გადაჭარბებული არ იქნება თუ ხაზს გავუსვამ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობას და „ფონდ ქართუს“ ფინანსურ მხარდაჭერას ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში. ამ დროისთვის, მხოლოდ სამუშაოების მესამედია შესრულებული და წარმოიდგინეთ რა მასშტაბზეა საუბარი. - ოთარ დანელია

დარწმუნებული ვარ მხარს დამიჭერთ, მე კი, ჩემის მხრივ, მზად ვარ საკუთარი ცოდნა, უკვე მერის რანგში მოვახმარო მშობლიურ მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას.

მოუთმენლად ველი გამარჯვებას, რათა ჩემს გუნდთან ერთად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მოქალაქეების უშუალო ჩართულობით დავიწყოთ იმ გეგმებისა და სტრატეგიის განხორციელება, რომელიც ჩვენი რაიონის კეთილდღეობის ხარისხის ზრდას განაპირობებს. - ვახტანგ გადელია

#განვითარებაყველარეგიონს