×

26 აგვისტო, 2021

ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენა

თითოეული რეგიონის მიხედვით შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმები, გვაქვს შესწავლილი პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონს გააჩნია, იქნება ეს სამეგრელო, გურია, აჭარა თუ სხვა. ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ დეტალურად, რომ ბოლომდე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ამა თუ იმ  ულამაზეს მხარეში. ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი. ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაზე, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას. წაახალისებს როგორც შიდა ტურიზმს, ასევე უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლას. - ირაკლი ღარიბაშვილი

თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია - ძლიერი მერი, რომელსაც კარგად ესმის მუნიციპალიტეტი, მშობლიური მხარე და  ბოლომდე მოწადინებულია ყველა იმ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც დგას ესა თუ ის რეგიონი.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ერთადერთი გზაა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ მათი დაძლევა და დავდოთ უფრო კარგი შედეგები. - კახა კუჭავა

მინდა, რომ თქვენ იაქტიუროთ და მხარი დაგვიჭიროთ იმაში, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება, მათ შორის, ამ კუთხისთვის. ამ კუთხისთვის სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარება გულისხმობს შემდეგს: ჩვენ გვექნება თქვენი ინიციატივების მხარდაჭერა, თანადაფინანსება, პირდაპირ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ფაქტიურად ყველა მიმართულებაში. გვექნება მხარდაჭერა როგორც მრავალწლიანი კულტურები გაშენებაში, ისე სხვა ტიპის მეურნეობის პირდაპირ მხარდაჭერაში, შემნახველი თუ გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაში, რომელიც ასე რიგად აკლია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთან ერთად.  როდესაც ვსაუბრობთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე, აქ დღეს წამყვანია თხილის კულტურა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ მონოკულტურით შემოვიფარგლოთ და ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც ამ მხარეს ისტორიულად ქონდა სრულად უნდა გამოვიყენოთ. - ლევან დავითაშვილი

პროექტის „მართე შენი ქალაქი და სოფელი“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ქალაქისა და სოფლის მართვაში. ჩვენი მოვალეობაა  ისეთი პროგრამების  განხორციელება, რომელშიც  მაქსიმალურად ჩართული და დასაქმებული იქნებიან ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ტურიზმი ეს არის ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათი, ვინაიდან  ჩხოროწყუ არის განთქმული თავისი ლამაზი ხეობით, რომელსაც „ლუგელას ხეობა“ ჰქვია. სოფელ მუხურში  და ტობავარჩხილისკენ მიმავალი გზა წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მთავრობას ამ საჩუქრისთვის. 

მრავალწლიანმა გამოცდილებამ ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელების სამსახურში ნათლად დამანახა ის საჭიროებები, რომელიც გვაწუხებს,  რომელთა ნაწილი მოგვარებულია, ხოლო დანარჩენის გადაჭრის გზები – დასახული. - დათო გოგუა

#განვითარებაყველარეგიონს