25 აგვისტო, 2021
ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი დაფინანსდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ჩვენს უხუცესებს დავპირდი, რომ წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, ვიცი, რომ პრობლემები იყო მანამდე. 10 წელი იმუშავა მანამდე რაც იყო დამონტაჟებული და როგორც ჩანს, უვარგისი ან ნახმარიც იყო ჩამოტანილი. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, გავაკეთებთ ახალ, ძალიან გამართულ საბაგიროს. თეთნულდზეც გარკვეული პრობლემებია, იქაც ჩავუტარებთ რეაბილიტაციას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ლაღამის უბნის რეაბილიტაციას იწყებს მთავრობა. ეს არის 33-მილიონიანი პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს გააჩენს ამ ულამაზეს მხარეში. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის უშგულის გზა, 2022 წელს დავასრულებთ და მთლიანად ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ჯდება 100 მილიონი ლარი, დასრულდება მაქსიმუმ 2 წელიწადში. - ირაკლი ღარიბაშვილი
მჯერა, სვანეთში ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას.
2023 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება არა მხოლოდ მესტია-უშგულის, არამედ უშგული-ლენტეხის გზა, რომელიც მთლიანად შეკრავს ტურისტულ წრეს და კიდევ უფრო მარტივს გახდის მოგზაურობას სვანეთში და არა მხოლოდ ამ კუთხეში, არამედ მასთან დაკავშირებულ იმ პატარა სოფლებში, სადაც ის უნიკალური ტრადიციებია, რომლის ნახვაც სურს და იზიდავს ყველას. დარწმუნებული ვარ, ამისათვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და საკრებულო.
ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მჯერა, კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებს, რითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს გუნდი, არამედ საქართველო. - კახა კუჭავა
დღეს მესტიის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარს აჭარბებს და აქედან, 9 მილიონამდე არის ჩვენი მუნიციპალური გადასახადებიდან შემოსავლები. როდესაც ჰიდროსადგურებზე მიდიოდა სჯა-ბაასი, რომ არ უნდა აშენებულიყო, მერწმუნეთ რომ ამ სადგურების აშენებამ გამოიწვია ჩვენი ბიუჯეტის ზრდა. სად მიდის ეს თანხები და რაში იხარჯება. მე ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ 500-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლის გადასახური მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებით, შევიმუშავეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა, მათ შორის ტურიზმის განვითარების და უახლოეს პერიოდში სვანეთისთვის გვაქვს განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ჰაწვალის ახალი საბაგიროს დასრულების შემდეგ იმისთვის, რომ ჰაწვალის ტურისტული კომპლექსი შეიკრას, აუცილებელია განხორციელდეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტი - რეინჰოლდ მესნერის მუზეუმის მოწყობა, რომელიც შეკრავს ამ ობიექტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი პროექტი, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება. - ნათია თურნავა
მასალა იქნა შეძენილი. ყველა პირველკურსელის პირველი წლის სწავლის საფასური უზრუნველყოფილია. სიმსივნით დაავადებული ადამიანის მკურნალობისთვის გარკვეული თანხა დაფინანსებულია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩემი სვანეთი, როგორც დანარჩენი საქართველო, მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. - ვიქტორ ჯაფარიძე
სვანეთში გადატყდა ის სიტუაცია, რაც იყო დამოკიდებულება ჰესების მიმართ, აქ აშენდა ძალიან ბევრი ჰესი. ზუსტად ამ ჰესებიდან არის ის 9 მილიონი ლარი ადგილობრივი შემოსავალი. შენდება კიდევ არაერთი ჰესი, ძირითადად საშუალო და მცირე ჰესები, 10 მეგავატიანი, 8 მეგავატიანი, 50 მეგავატიანი. ეს უზარმაზარი წვლილია ჩვენს ეკონომიკაში და ენერგეტიკაში. მინდა მთელი საქართველოს გასაგონად აქედან ვთქვა, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკა ვერ გვექნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი ენერგეტიკა. მდიდარია ის ქვეყანა, რომელსაც ამის პოტენციალი აქვს. საქართველოს, სვანეთს აქვს ამის პოტენციალი და ეს უნდა განვითარდეს. - სოზარ სუბარი
ჩვენ უამრავ პროექტზე ვისაუბრეთ, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. ამ პროექტებს სათავეში უდგას კახა და მან ზუსტად იცის, რა სჭირდება აქაურ მოსახლეობას. ყველა ამ პროექტს ბოლომდე უნდა მიყვანა და ეს ყველაზე კარგად ხელეწიფება კახა ჟორჟოლიანს. მინდა მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭიროთ კახას, რამეთუ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული და ენერგიული, მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, რათა ეს წინსვლა, მიუხედავად გაჭირვებისა და პანდემიისა, ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებ. - გოჩა ენუქიძე
ამომრჩევლებს დიდი როლი გაქვთ სვანეთის განვითარებაში, მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სწორედ თქვენს მიერ დასახელებულ პრობლემებს უნდა აგვარებდეს ადგილობრივი მთავრობა და ვაგვარებთ კიდეც. თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ ნებისმიერი მცხოვრებლისთვის, ყოველი მოქალაქისთვის. მე მზად ვარ ყოველთვის თქვენს გვერდში დავდგე და ხელი შევუწყო თქვენს განვითარებას. მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, მე ამის საშუალებას მაძლევს თქვენი გვერდში დგომა და თქვენთან ყოველი შეხვედრა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. - კაპიტონ ჟორჟოლიანი