×

18 აგვისტო, 2021

ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენა

8 წლის განმავლობაში, მე ვიცი, ქედაშიც ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების, გაზიფიცირების, წყალგაყვანილობის პროგრამები. ქედა არის მართლაც უნიკალური ადგილი. იყურები ამ ულამაზეს მხარეში და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენი ძალისხმევა გვჭირდება ჩვენ, რომ ბოლომდე დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, დავუდგეთ გვერდში, როგორც ცენტრალური მთავრობა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, აჭარის მთავრობა და ბოლომდე ვემსახუროთ ჩვენს ხალხს.​ - ირაკლი ღარიბაშვილი
 
მიმაჩნია, რომ შესაძლებლობები, პოტენციალი გაცილებით დიდია და ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის, საკრებულოს საზრუნავი. ის სიმდიდრე, რომელიც აქ არის და მთელი ქვეყნის სიმდიდრეა, მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, რადგან აგროტურიზმს, ეკოტურიზმს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს . ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით.
სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ესაა ის, რასაც ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
თქვენ გყავთ ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაშიც დარწმუნებულები ვართ და ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ შედეგებზე, რასაც ახალმა მერმა, საკრებულომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა მიაღწია ამ მუნიციპალიტეტში. - კახა კუჭავა

 
მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ბოლო წლებში ყველაზე ძლიერად ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ქედა ყოველთვის იყო ჩემპიონი „ქართული ოცნების“, ხელისუფლების მხარდაჭერაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ძალა, ხედვა, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ თითოეული ქედელის კეთილდღეობად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ აქაურობა და კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ხალხს. - თორნიკე რიჟვაძე
 
 
მე მჯერა ჩემი ქედელების, მათი მხარდაჭერის და ჩვენი გამარჯვების, ერთი წამით არ მეპარება ეჭვი რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. ქედელებს მინდა მივმართო, თქვენ ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თქვენი აქტიური ჩართულობით ბევრი პროექტი კეთდება და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი 4 წელი თქვენი აქტიური ჩართულობით ჩვენ ქედას ბევრ საქმეს გავუკეთებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეუღლეს ჩემს კოლეგებს, ჩემს ახლობლებს, საზოგადოებას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. - როლანდ ბერიძე