05 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მურთაზ შელიას მხარდასაჭერად, დღეს საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული, გლდანის მე-5 მიკრო რაიონის გუნდი, ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს დაუპირისპირდა. ამხანაგური მატჩი ანგარიშით 9:10, ვეტერანი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. საფეხბურთო ტურნირს კოალიცია „ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე დაესწრო.