×

02 ივნისი, 2014

შეხვედრა კიორბერის ფონდის წარმომადგენლებთან

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კიორბერის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებების, რეგიონული თანამშრომლობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 
კიორბერის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები- პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლადო ჭანტურია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.