24 მაისი, 2021
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებსა და რეგიონებში პარტიულ აქტივთან „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრებზე იმსჯელეს.
საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო რეფორმას, ამნისტიის შესახებ კანონპროექტსა და პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ბრიუსელში ვიზიტს.