23 იანვარი, 2021
მოგეხსენებათ, პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს, ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც პარტიის სამდივნო აირჩია. აგრეთვე, პარტიის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.
გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს შემადგენლობას - გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ ბატონი კახა კალაძეა, პოლიტიკურ მდივნად, პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა იქნება, რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ხოლო რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით აღმასრულებელი მდივანი ვიქნები მე და შევუდგები საქმიანობას.