×

30 მაისი, 2014

მიმართვა აახენის მოსახლეობას

გერმანიაში, ჰერმან ვან რომპეის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, აახენში შეკრებილმა მაღალი რანგის სტუმრებმა, ქალაქის მერიასთან შეკრებილ მოსახლეობას მიმართეს. ირაკლი ღარიბაშვილი აახენის მოსახლეობას მიესალმა და მათ წარმატება უსურვა.
“მოკითხვა მინდა გადმოგცეთ მთელი საქართველოს სახელით. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღო დაჯილდოების ამ არაჩვეულებრივ ცერემონიაში და მივულოცო დიდ ევროპელს ეს შესანიშნავი ჯილდო”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.