×

30 ოქტომბერი, 2020

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კახიშვილის სიტყვით გამოსვლა

დღეს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, როდესაც შევუდექი წინასაარჩევნო კამპანიას, მეგონა რომ ძალიან ბევრი მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ძალიან ბევრი რამ ვიცი. მაგრამ დამერწმუნეთ, ეს კიდევ სხვა ციკლი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც უფრო მეტად დამაფიქრა, იმ სიკეთესთან ერთად რაც ვნახე, ბევრი ბოროტებაც ვნახე. ამიტომ, დღეს ვამთავრებ წინასაარჩევნო კამპანიას, ხვალ ჩვენ გველოდება უმნიშვნელოვანესი დღე. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმე ფიქრობს – რაღაც ბოლომდე ვერ გააკეთა, ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც არ შეხებია ადამიანის ღირსებას. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც იზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე და საყიდელი აღარ არის ადამიანის სიცოცხლე და ყოველ შემთხვევაში, ახლობელს ხელს აღარ აწერინებენ ადამიანის სიკვდილზე, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც პატივი და ღირსება შეუნარჩუნა ყველა ადამიანს. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც ბიუჯეტს არ ავსებს საპროცესო შეთანხმებებით.
სხვათა შორის, დღეს ისნის რაიონი არის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის კონტრასტი, რომელიც არსებობდა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ეს ავლაბრის რეზიდენცია, ულამაზესი შენობა, რომელიც ძალიან მოუხდა თბილისს, მაგრამ ამის უკან არის ავარიული სახლები, დანგრეული ქუჩები და ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ძალიან მძიმე პირობებში. ეს იყო ის, რაც ხდებოდა - აქეთ ლამაზი ფასადი, იქით დანგრეული მოსახლეობა, რომელიც ითხოვდა დახმარებას და ერთი ხეც ვერ გაიმეტეს რომ დაერგოთ იმ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ფასადის უკან რა ხდებოდა, არ აინტერესებდათ.
დღეს ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროგრესს თბილისში და საქართველოში ზოგადად, სადაც თითოეულ ადამიანს, შენარჩუნებული ღირსებით და პატივისცემით აქვს საშუალება, ყოველგვარი შიშის გარეშე, გამოთქვას ის, რაც სურს, და ამასთან ერთად დაუჭიროს მხარი იმას, ვისაც სურს.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მერს, მინისტრებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ გუნდმა მოიყვანა საქართველო დღევანდელ დღემდე იმისთვის, რომ გუნდმა მოიყვანა საქართველო დღევანდელ დღემდე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მონაწილეობა არჩევნებში. მონაწილეობა არა ჩვენთვის , არა ჩვენი გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ გააგრძელოთ ცხოვრება ისეთ ვითარებაში, სადაც ადამიანის უფლებები იქნება პირველი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში. ზოგადად ხელისუფლების ამომრჩეველი არის პასიური და ფიქრობს ისედაც მოიგებს , რატომ წავიდე საარჩევნო უბანზე , მოდი ეს ერთი საათი არ დავკარგო და სხვა რამ ვქნა, მაგრამ დამიჯერეთ, იმ პირობებში, როდესაც ყოველთვის ოპოზიციური ამომრჩეველი არის ბევრად მოტივირებული, თითოეულ ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოგმართავთ და გთხოვთ - არ დაიზაროთ ეს ხვალინდელი ერთი საათი აჩუქეთ თქვენს თავს და რაც მთავარია აჩუქეთ თქვენს შვილებს , რომ ხვალ, ზეგ მათ იცხოვრონ ბევრად წარმატებულ საქართველოში.
მინდა მადლობა გადავუხადო მთელს ჩემს საარჩევნო შტაბს და მოსახლეობას, რომელსაც ვხვდებოდი , ვიღებდი სითბოს და მხარდაჭერას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი ანგარების გარეშე იდგნენ ჩემს გვერდზე და რეალურად ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ ჩვენი გამარჯვება ხვალ იყოს 100 %-იანი . ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი, რომელიც თავად ოპონენტებსაც დაარწმუნებს იმაში, რომ მათ სამართლიან ბრძოლაში წააგეს ხვალინდელი არჩევნები.
ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ხვალ აუცილებლად თითოეულმა თქვენგანმა და თქვენმა ახლობელმა , ყველა ადამიანმა, ვინც თუნდაც ნეიტრალურია და სიმართლე რომ გითხრათ, ნეიტრალური ამომრჩევლის არსი ვერ გავიგე, გადაუწყვეტელის იმიტომ, რომ როგორ შეიძლება იყოს ადამიანი გადაუწყვეტელი, რომელიც ცხოვრობდა მაშინაც და დღესაც ცხოვრობს საქართველოში.
ყველას ვთხოვ, ხვალ აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანთან და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისნის მოსახლეობას, ჩემი შტაბის წევრებს და მთლიანად საქართველოს, რომლებისგანაც მე ვიგრძენი ძალიან დიდი სითბო ამ სამი თვის განმავლობაში და რომელიც მამხნევებდა იმ პრობლემურ ვითარებაში, საარჩევნო კამპანიაში. ხვალ ჩვენ შევხვდებით აუცილებლად გამარჯვებით.