×
×

25 აპრილი, 2014

დავით ნარმანია წმინდა დიმიტრის სახელობის მშენებარე ტაძარში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია სვანეთის უბანში მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. დღეს წმინდა დიმიტრის დაბადებიდან 200 წლის იუბილე აღინიშნება. საუბარია საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანზე, რომელიც 1876-1879 წლებში თბილისის ქალაქისთავი (მერი) იყო. ის 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ წმინდანად შერაცხა. ტაძრის წინამძღვარმა დავით ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად დღეს წარდგენას სიმბოლური უწოდა.