×

28 ოქტომბერი, 2020

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა

მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდს და განსაკუთრებით ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და მაჟორიტარობის კანდიდატად დამასახელეს ქალაქის ისეთ ძირძველ უბანში, როგორიც არის ნაძალადევის რაიონი. ეს უზარმაზარი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის!

უკვე 4 წელია ამ რაიონის მაჟორიტარი ვარ და უცხო არ არის ჩემთვის, ეს ის რაიონია, სადაც ჩემთვის ყოველი უბანი,  თითოეული ადამიანის პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი  და ახლობელი.

ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არ იყო ამ ულამაზეს „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“. გარდა იმისა, რომ ის უნიკალურია, მის მიმართ მაქვს ჩემი საკუთარი სენტიმენტებიც, რადგან ამ პარკის რეაბილიტაცია განხორციელდა ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში. 

4 წლის განმავლობაში უდავოდ ბევრი რამ გაკეთდა ადგილობრივი საჭიროებებისთვის ნაძალადევის რაიონში და ამ შესრულებული საქმიანობისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ქალაქის მუნიციპალიტეტს და ყველას, ვისი ინიციატივით და ხელშეწყობით განხორციელდა მრავალი პროექტი, თუმცა, არსებობს რიგი პრობლემური საკითხებისა, რომლის გადაჭრასაც ვაპირებთ ეტაპობრივად.

31 ოქტომბერს მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ არჩევნებზე, მეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომ გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ხმა მივცეთ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს!