28 ოქტომბერი, 2020
მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ, რომელიც არჩევნების ნაცვლად აქციებისთვის და არეულობისთვის რომ ემზადება, ეს სიახლე არ არის საზოგადოებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან, არჩევნების დღეს, ხაზს ვუსვამ. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით და არა საარჩევნო მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას.
ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სასოწარკვეთილების პიკშია. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, ნაციონალური მოძრაობა ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება.
ფაქტია, რომ ამ პარტიას არჩევნებში ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად, სხვა სახის - დესტრუქციული მიზნები აქვს და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი.
სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა საქართველო წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას, მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს.
ამ არჩევნებში არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა. ხალხთან ერთად, უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც მათ , ნაციონალურ მოძრაობას და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსებს გაუქრობს საბოლოოდ და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ პოლიტიკურ ძალებს გაუხსნის.
მე დავამატებ ერთს, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ დაახლოებით 60 %-იანი რეიტინგი დაიჭიროს ამ არჩევნებზე. ამისათვის საჭიროა ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, ვინც განვითარებაზე და ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს, ვინც მხარს უჭერს ამ მიზნით „ქართულ ოცნებას“, უკლებლივ ყველა მივიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში ეს პროცენტი იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამ შემთხვევაში გაცილებით დაბალი იქნება მათ შორის მთავარი, სამწუხაროდ მთავარი ოპოზიციური მავნებელი, ამავე დროს პარტიის რეიტინგი და საარჩევნო შედეგი და გაძლევთ პირობას, რომ ამ შემთხვევაში სწორედ, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ისედაც დაშლის პირასაა და ისინი წკიპზე არიან და ელოდებიან არჩევნებს, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ გზა პოლიტიკურ ასპარეზზე და ოპონირებაც იქნება უფრო საქმიანი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მხარდამჭერს, მთელი შემართებით, ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, ამისათვის ყველა პირობა შექმნილია, რომ არჩევნებზე უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების მაქსიმალური ხარისხი, აქ საშიშროება ნულის ტოლია, რისთვისაც ცესკოს გვინდა მადლობა გადავუხადოთ, ასეთი უზრუნველყოფისთვის ასეთი მაღალი ხარისხისა და ხმა მივცეთ საქართველოს წინსვლას და წარმატებას.
რაც შეეხება მეორე თემას, თქვენ იცით რომ გუშინ ჩატარდა ბრიფინგი ამავე დარბაზში, სადაც საუბარი იყო ე.წ დამკვირვებლებზე, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და პარადოქსული იყო , ნახეთ თქვენ ყველამ, მათი პასუხები. აქამდე ვიცოდით, რომ არსებობენ დამკვირვებლები , ობიექტური დამკვირვებლები და ახლა უკვე ვიცით, რომ თურმე არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც, ასეთი ტერმინი შემოვიდა პრაქტიკულად. მათი პასუხები საერთო ჯამი და ანალიზი ეს იყო. ისინი ამბობენ, რომ ეს არის კანონიერი და ამის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს - მართალია, მაგრამ ვერასდროს იქნებიან ობიექტური დამკვირვებლები, ისინი ყოველთვის ტენდენციურები და იმ მავნებლური საქმის გამკეთებლები იქნებიან, რასაც აქამდე აკეთებდნენ. უბრალოდ ჩვენ ისინი ვამხილეთ იმისათვის , რომ ვერ შეძლონ პირველი , ქართული საზოგადოების და მეორე, ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა და ამ მხილებით უზრუნველვყავით ის, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი იმისა, რომ რომელიმე მათი ტენდენციური და მიკერძოებული და სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც არჩევნების დღეს ამ ქვეყანაში გაიმართება.