×
×

28 მაისი, 2014

სტუმრად ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კობა კობალაძესთან ერთად დღეს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს ესტუმრა. საქართველოში სპორტის პოპულარიზაციისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ ფეხბურთში, ძიუდოში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქართულ ჭიდაობაში გაიმართა და მასში 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც, დავით ნარმანიამ აღნიშნა, მასობრივი სპორტის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.