×

27 მაისი, 2014

დავით ნარმანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა . შეხვედრის მთავარი თემა გენდერული თანასწორობა, მარტოხელა დედების უფლებების დაცვა და სოციალური პრობლემები იყო. ქალთა უფლებადამცველები ასევე ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და თბილისის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამოქმედო გეგმით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო ქალაქში მოძრაობის მოწესრიგებასა და შშმ პირებისთვის ადაპტირების პროცესს . დავით ნარმანიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.