27 მაისი, 2014
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა, დაიწყო სამუშაოები რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო , ასრულებს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“. დიდ დახმარებას გვიწევს ამერიკის შეერტებული შტატების განვითარების სააგენტო. ამ ეტაპზე მთლიანობაში 12 სოფლის მოსახლეობას აქვს უკვე ელექტროენერგია.აქიდან 4 სოფლის ელექტოფიცირება იუსაიდის დახმარებით მოხდა რაზეც განსაკუთრებული მადლობა მათ. დღს ვიმყოფებოდით სოფელ ბევრეთში, თბილისთნ ახლოს, სადაც 52 ოჯახი წლები იმყოფებოდა ელემენტარული კომფორტის აგრეშე. ამიერიდან ამ სოფელსაც უწყვეტად მიეწოდება დენი.